კიანუ რივზს ჰონორარს თითო სიტყვაში უხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითოეულ ნათქვამ სიტყვაში 39 ათასი დოლარი - სწორედ ამხელა ჰონორარი გადაუხადეს პოპულარულ ჰოლივუდელ მსახიობ კიანუ რივზს, ბოევიკ „ჯონ უიკის“ მეოთხე ნაწილში შესრულებული მთავარი როლისთვის. The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ სამსაათიანი ფილმის განმავლობაში, მსახიობმა სულ 380 სიტყვა წარმოთქვა. თანაც, რივზმა მოინდომა, რომ მისი გმირი ნაკლებმოლაპარაკე ყოფილიყო. შედეგად, სცენარისტებმა დიალოგების ნახევარი ამოიღეს და ფილმში მეტი ადგილი „ექშენს“ დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში, ფილმი დაქირავებულ მკვლელზე, სალარო შემოსავლებით, პირველ ადგილზეა. თავად კიანუმ ამ როლისთვის 15 მილიონი დოლარი მიიღო.