ფორთოხლის წვენი ქალებს ვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ფორთოხლის წვენი სერიოზულ ზიანს აყენებს სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ქალებმა არა მხოლოდ მაქსიმალურად უნდა შეამცირონ რაციონში ფორთოხლის წვენი, არამედ, საერთოდაც ამოიღონ. მკვლევარებმა ცოტა ხნის წინანდელი ექსპერიმენტის შედეგები გაამხილეს, რომლის დროსაც დადგინდა კავშირი ამ ციტრუსის წვენის მოხმარებასა და პოდაგრას განვითარებას შორის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ, პოდაგრის განვითარების რისკი 41%-ით ეზრდებოდათ, ხოლო ისინი, რომლებიც ერთბაშად ორ ჭიქას სვამდნენ, მათთვის ეს რისკი 2.4-ჯერ იზრდებოდა.