ლუდი ფულისა და პიცისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნორვეგიულმა ლუდსახარშმა Lervig Aktiebryggeri, ქარვისფერი სასმელი მეტად უცნაური ნედლეულისგან - გაყინული ლორიანი პიცისა და ქაღალდის ნამდვილი კუპიურებისგან მოამზადა. ამ ნედლეულმა ფერმენტაცია გაიარა და ქაფქაფა სასმელის საფუძველი გახდა, რომელსაც მწარმოებლებმა Big Ass Money Stout უწოდეს. ახალი ლუდის ავტორების თქმით, სასმელი ნაციონალური კოლორიტის მატარებელია, რადგან ნორვეგიელების ინტერესებსა და გატაცებებს გამოხატავს. ახალ ლუდს დასაყენებლად ერთ-ორი წელი დატოვებენ, შემდეგ კი რეალიზაციისთვის ჩამოასხამენ. წინასწარი შეფასებებით, ის ძლიერი იქნება, შოკოლადისა და ყავის ნოტებით გემოში. მწარმოებლები აპირებენ, პიცისა და ფულის ლუდი ექსპორტზე აშშ-შიც გაიტანონ.