ალენ დელონი არტ-კოლექციას ჰყიდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, ხელოვნების ნიმუშების საკუთარი კოლექციიდან, 80-ზე მეტ ნამუშევარს გაყიდის Bonhams-Cornette de Saint Cyr-ის აუქციონზე. ვაჭრობა ივნისში უნდა გაიმართოს. გასაყიდად გამზადებული კოლექციის ღირებულება 4-5 მილიონ ევროდაა შეფასებული. აუქციონის გამართვამდე, ნამუშევრებს გამოფენენ ნიუ-იორკში, ჰონგ-კონგში, ჟენევაში, ლონდონსა და პარიზში. აღსანიშნაია, რომ დელონის კოლექციაშია ეჟენ დელაკრუას, ვერონეზეს, რაულ დიუფის ნამუშევრები. 2007 წელს, პოპულარულმა მსახიობმა უკვე გაყიდა თანამედროვე მხატვრების ათობით ნახატი, რაც იმით ახსნა, რომ არ მოსწონს იდეა, მისი კოლექცია სიკვდილის შემდეგ გაიყიდოს. 2016 წელს, ალენ დელონმა აუქციონის საშუალებით გაყიდა ღვინის, საათებისა და იარაღის საკუთარი კოლექციაც.