უხუცესი ტატუ-ოსტატი Vogue-ის გარეკანზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

106 წლის ფილიპინელი ტატუს ოსტატი, აპო ვანგ-ოდი ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. ეს მხცოვანი ქალბატონი მსოფლიოში უხუცესი ტატუ-არტისტის წოდებას ატარებს. ტატუს კეთება მან 16 წლის ასაკში დაიწყო. ბოლო 15 წელია, მასთან სხეულის მოსახატად, ყოველწლიურად, ათასობით მსურველი ჩადის მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ვანგ-ოდი ტატუს ბატოკის ტექნიკით ქმნის, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ასეთ ტატუს სხეულზე სპეციალური ბამბუკის ჯოხით, ნახშირისა და წყლის მეშვეობით ხატავენ.