მეტროს სადგური - პლაჟზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის მახლობლად მდებარე ჰუკ-ვან-ჰოლანდის პლაჟზე, Hoekse Lijn მეტროს სადგური გახსნეს. ის ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურია მსოფლიოში. მეტროდან ზღვის სანაპირომდე, სულ 40 მეტრია. მშენებლობისას, არქიტექტორებმა გაითვალისწინეს ადგილის კლიმატური პირობები: ქვიშა, ქარი, მარილიანობა, ზღვის წყალი და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი სადგურს ზიანს არ მიაყენებს. „ამ პროექტში მნიშვნელოვანი თანხა ჩაიდო და ახლა ჩვენ გვაქვს პირველი მეტრო ევროპაში, რომელიც პირდაპირ პლაჟთან ჩადის. ეს უნიკალურია და ეს უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა სადგურის გახსნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეტროსადგური არსებობს ზღვის სიხლოვეს. მაგალითად, ბარსელონაში, სადგური Barceloneta ზღვის სანაპიროდან 600 მეტრში მდებარეობს. ნიუ-იორკში, კონი-აილენდზე, Stillwel Ave ოკეანის სანაპიროდან 500 მეტრშია, ხოლო სადგური Ocean Pkwy - 170 მეტრში.