პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საშემოდგომო სესიები იქნება შემჭიდროებული, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართულიასაარჩევნო მარათონში, მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული.

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება, რომელსაც ამ საშემოდგომო სესიის განმავლობაში განვიხილავთ. უფრო შემჭიდროებული სესია იქნება, ვიდრე ეს არის ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.