წითელი ხორცი გულს ვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წითელი ხორცის მიღება დღეში ორჯერ, სუსტი სქესის წარმომადგენლებში გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის სწავლულების კვლევა 1980 წლიდან 2006 წლამდე გრძელდებოდა. მათ 30-დან 55 წლამდე ასაკის 84 136 ადამიანი გამოიკვლიეს. პროექტში მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს იმის თაობაზე, რამდენად ხშირად მიირთმევდნენ ჩამოთვლილი 116 პროდუქტიდან თითოეულს. კვლევებისას 2 210 მონაწილეს სასიკვდილო გულის შეტევეა დაემართა, 952 კი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეში ორჯერ მიირთმევდნენ ხორცს, 30%-ით ხშირად ხდებოდნენ გულის დაავადებების მსხვერპლი.