ღვინო უფრო სასარგებლო იქნება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მეცნიერებმა ილინოისის უნივერსიტეტიდან, ახალი საფუარი შექმნეს, რომელიც ღვინოს უფრო სასარგებლოს ხდის და ამცირებს მასში ტოქსიკური გვერდითი პროდუქტების რაოდენობას, რაც დალევიდან მეორე დილას თავის ტკივილს იწვევს. ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიც ლუდი, ღვინო და პურია, საფუარის პოლიპლოიდური შტამებისგან კეთდება. ეს ნიშნავს, რომ მათ გენომში გენების რამდენიმე ასლია. ადრე ძალიან ძნელი იყო ასეთ საფუართან მუშაობა, რადგან ერთი გენის შეცვლისას, მისი ასლი „შეცდომას“ ასწორებდა და თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნებდა. მეცნიერებმა კი სპეციალური „გენომური დანა“ შექმნეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, აკურატულად მოიშორონ თავიდან გამოუსადეგარი ასლები და მხოლოდ ერთი სამიზნე გენი დატოვონ. მკვლევარებმა საფუარის მოდიფიცირება შეძლეს, რომელიც ღვინისა და ლუდის წარმოებაში გამოიყენება. სწავლულების თქმით, ახალი მეთოდის წყალობით, შესაძლოა, ღვინოში რესვერატროლის რაოდენობა ათჯერ და მეტჯერაც კი გაზარდონ და მისი სამკურნალო თვისებები გააათმაგონ.