ისრაელის მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გეგმას სასამართლოს მიმართ ცვლილებების თაობაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

4 თებერვალს ისრაელის ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ყოველკვირეულ აქციაში, რომლებითაც აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გეგმას სასამართლოს ცვლილების თაობაზე. ეს გეგმა, მთავრობის ოპონენტების თქმით, ისრაელის დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

აქცია თელ-ავივში ორ ადგილას გაიმართა, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ დროშები და სკანდირებდნენ იუსტიციის მინისტრის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

დემონსტრაცია მიყოლებით მეხუთეა ახალი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც დეკემბერში მოვიდა ხელისუფლებაში და წარმოადგენს კოალიციას ორთოდოქს და ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის.

მთავრობამ წარმოადგინა წინადადება, რომელიც ასუსტებს უზენაეს სასამართლოს - რადგან, ამ წინადადებით, პარლამენტს უნდა მიეცეს უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით გააუქმოს.