აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა - განაცხადა 4 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
"ჩვენ უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და პოლონეთში ჩამოვა" - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა საზოგადოებრივი ტელევიზიით. "ამერიკის მხარესთან შევთანხმდით, რომ ვიზიტის თარიღს შესაბამის დროს გამოვაცხადებთ - თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს მალე იქნება" - დასძინა მან.
პშიდაჩის თქმით, უკვე დაწყებულია მზადება საიმისოდ, რომ ვიზიტმა "დააკმაყოფილოს როგორც თეთრი სახლის, ისე პოლონეთის მხარის მოლოდინები". პშიდაჩი საუბრობს ვიზიტის მნიშვნელობაზე პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.
"პოლონეთს ჯო ბაიდენი ეწვევა" - ვარშავა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი