ჰაერის დაბინძურებას 9 მილიონი ადამიანი ეწირება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურებას 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, _ წერს Deutsche Welle, სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სწავლულები აწარმოებდნენ. მათი თქმით, 2015 წლიდან, გარემოს დაბინძურება, საშუალოდ 9 მილიონ ადამიანს კლავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ჰაერის დაბუნძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგნს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას საფრთხეს უქმნის“. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გარემოს დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივ-ინფექციას, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს. ქვაბში ვსხედვართ და ვიხარშებით, გარემოს დაბინძურებას კი ყურადღებას არ ვაქცევთ, - ამბობენ კვლევის ავტორები.