საკუთარ დაკრძალვაზე მოილხინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადელმა მამაკაცმა ქალაქ ექსტრერიდან, საკუთარ დაკრძალვაზე მოილხინა და მოკვდა. ამ უჩვეულო ისტორიას პორტალი The London Free Press აქვეყნებს. ექიმებმა 67 წლის რონ რეიდერს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციის გაკეთება უკვე დაგვიანებული იყო და მას პალიატიური მკურნალობა დაუნიშნეს. მომაკვდავმა კანადელმა შვილებს განუცხადა, რომ სურდა, საკუთარი დაკრძალვის ცერემონიას  დასწრებოდა. „თუკი სიკვდილი გარდაუვალია და ხალხი მოვა, მინდა, მეც იქ ვიყო“, - განაცხადა რონმა. მან დამკრძალავი ბიუროს დირექტორს დაურეკა და სთხოვა საკუთარი გასვენების ორგანიზება, რომელსაც თავადაც, ჯერ კიდევ ცოცხალი დაესწრებოდა. „140-წლიანი მუშაობის განმავლობაში, ეს პირველი უცნაური შეკვეთაა“, - აღნიშნა ბიუროს დირექტორმა. წინასწარ მოწყობილ დაკრძალვას, „მიცვალებულის“ გარდა, კიდევ 350 ადამიანი ესწრებოდა - რონის მეგობრები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები და ჰოკეის იმ გუნდის წევრებიც კი, სადაც კანადელი დიდი ხნის წინ თამაშობდა. „ეს დაუვიწყარი, საუკეთესო დღე იყო“, - განაცხადა რონის მეუღლემ. „გასვენებიდან“ 9 დღის შემდეგ, რონ რეიდერი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.