სახლებს გაყინული ყვავილებით აგრილებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, ანომალიური სიცხის ფონზე, ადგილობრივებმა გაგრილების ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს. შენობაში ტემპერატურის დაწევისა და სახლის გალამაზების მიზნით, ტოკიოს ერთ-ერთი კომპანიის სპეციალისტები ცოცხალ ყვავილებს ყინავენ წყლიან ჭურჭელში, შემდეგ ამ ყინულის მასას ნაწილებად ჭრიან. ასე იღებენ ჰაერის ერთგვარ გამაგრილებელს, თანაც დამატებითი ფუნქციით: თაიგულის დნობის შედეგად, ოთახში სასიამოვნო არომატი ვრცელდება.