უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 169.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი შემცირებულია, ხოლო ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინიდან 2-ჯერ მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით.

წლის პირველ ნახევარში უკრაინიდან საქართველოში იმპორტი 17.5%-ით შემცირდა და 114.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

10 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი შემდეგია:

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $6 მლნ
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $5.6 მლნ
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $4.9 მლნ
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $4.5 მლნ
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $3.7 მლნ
  • საცობები, ხუფები და სახურავები - $3.4 მლნ
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $3.4 მლნ
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $3.2 მლნ
  • საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - $3.1 მლნ
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $2.9 მლნ

რაც შეეხება ექსპორტს, 6 თვეში წლიურად 10.6%-ით გაიზარდა და 55 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი შემდეგია:

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - $12.2 მლნ
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $9.5 მლნ
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.1 მლნ
  • ფეროშენადნობები - $5.2 მლნ
  • მსუბუქი ავტომობილები - $4.8 მლნ
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.4 მლნ
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $2.3 მლნ
  • წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2.1 მლნ
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.9 მლნ