ფეხის სუნს წინდები გააქრობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდელმა სწავლულებმა სპეციალური საფარი შეიმუშავეს წინდებისთვის, რომელიც ადამიანს ფეხის სუნისა და ტერფის ინფექციისგან დაიცავს. გამოგონება უკვე დატესტეს ერთ-ერთი კლინიკის პაციენტებსა და სამხედროებზე. საფარი შედგება თუთიის ოქსიდის ნანონაწილაკებისგან. ეს ნაერთი ანტიბაქტერიული თვისებებისაა და ფეხის სუნს ბლოკავს. ის ტაილანდის სამხედრო-საზღვაო სკოლის კურსანტებზე გამოსცადეს, რადგან ცნობილია, რომ ფეხის ინფექცია სამხედროებში გაცილებით ხშირია, ვიდრე სხვა ადამიანებში. ტესტირებისას დადასტურდა საფარის ანტიბაქტერიული ეფექტი. ახლა მკვლევარები აპირებენ შეამოწმონ, როგორ მუშაობს ეს მეთოდი რეალურ პირობებში.