მოწყალების მთხოვნელმა მილიონი მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც ყოელდღიურად ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ლატარიაში 1.2 მილიონი ევრო მოიგო. ბედნიერი ბილეთი მან გამვლელებისგან გაღებული ფულით იყიდა. თამბაქოს მაღაზიის მეპატრონე, სადაც მერსედესმა ბილეთი შეიძინა, ამბობს, რომ ქალს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ყოველდღიურად, ის 5-6 საათის განმავლობაში იდგა ბანკის გვერდით და მოწყალებას ითხოვდა. მერე კი, მოგროვილი თანხით ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა იმ იმედით, რომ საკუთარ პრობლემებს მოაგვარებდა და ვალებს გაისტუმრებდა. ამ შემართებით, 4 წლის განმავლობაში, ის თითქმის ყოველდღიურად ყიდულობდა ლატარეა Bonolotto-ს ერთევროიან ბილეთს.