ბადრიჯანი - დღეგრძელობის პროდუქტი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები აცხადებენ, რომ ბადრიჯანი განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტია. ის ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან გვიცავს. ეს ბაღჩეული კულტურა დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს - ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. ეს უკანასკნელი არღვევს უჯრედის სტრუქტურას, აჩქარებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ბადრიჯანში შემავალი ნივთიერება SRG კლავს სიმსივნურ უჯრედებს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აფერხებს გულსისხლძაღრვთა დაავადებების განვითარებას. ამ მელნისფერ ბოსტნეულს დღეგრძელობის პროდუქტსაც უწოდებენ, რადგან გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მისი დადებითი როლი გამორჩეულია. ბადრიჯანი მდიდარია უჯრედისით, პექტინითა და ცილებით. ის შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რიკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, ცე, ბე და პე-ჯგუფის ვიტამინებს.