ისრაელმა პალესტინელთა მიწების - იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ნაწილი საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელის სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა პალესტინელთა ტერიტორიის - იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ნაწილი.

ამის შესახებ იტყობინება სააგენტო AP-ი და ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია, „Peace Now“.

ცნობით, საქმე ეხება იორდანეს ნაპირზე, თითქმის 13 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას, რომელიც ესაზღვრება ისრაელის მიერ ადრე თავის ტერიტორიად გამოცხადებულ მიწას.

Peace Now-ს თანახმად, საქმე ეხება 1993 წელს ოსლოს შეთანხმების შემდეგ ისრაელის მიერ უდიდესი ტერიტორიის მითვისებას.

ამგვარად ისრაელი გზას უხსნის ახალი მოსახლეების ამ ტერიტორიებზე დასახლებას. პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას გმობს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი.