რძე მოწევის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰოლანდიელი სწავლულები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა, რძე ადამიანს მოწევის მავნე ჩვევის დაძლევაში დაეხმაროს. მათმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ რძე, ბოსტნეული და სუფთა წყალი სიგარეტის გემოს აუარესებს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს მონაცემები მათ დაეხმარება მწეველებისთვის სპეციალური საღეჭი რეზინის შემუშავებაში, რომლის წყალობითაც მოწევას თავს დაანებებენ. სწავლულების ექსპერიმენტში 210 მწეველი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რა აუმჯობესებდა და პირიქით, რა აუარესებდა სიგარეტის გემოს და მოწევის სურვილს უკარგავდათ.

აღმოჩნდა, რომ რძე და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად აფუჭებდა საუკეთესო ხარისხის სიგარეტის გემოსაც კი. მეორე ადგილზე უკოფეინო სასმელები აღმოჩნდა - წყლის ან წვენების დალევის შემდეგ, ვეღარ ატანდნენ მოწევას ჩვეულ გემოს, გარდა ამისა, თამბაქოს გემოს უკარგავს ხილ-ბოსტნეულიც. სიგარეტის „გაკეთილშობილებაში“ მწეველებმა პირველ ადგილზე ალკოჰოლი დაასახელეს, შემდეგ ყავა და ჩაი, ზოგი კი ხორცისა და თამბაქოს გემოს შერწყმას მიიჩნევდა საუკეთესოდ.