ყველაზე ფართო გზა არგენტინაშია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს-აირესში მდებარე „9 ივლისის ქუჩა“ (ავენიდა) გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ფართო ქუჩა. მისი სიგანე, დაახლოებით, 140 მეტრია, მასზე 16 ზოლია, პლუს 4 ზოლი - საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ამის გამო, ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა ძალიან რთულია. 9 ივლისის ავენიდის ისტორია ქვეყნის დედაქალაქის დიდების პერიოდიდან მოდის. ბუენოს-აირესს „სამხრეთ ამერიკის პარიზს“ უწოდებდნენ, ამის გამო, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს ინფრასტრუქტურის მონუმენტალური ობიექტის მოწყობა, რაც ელისეს მინდვრებით იქნებოდა შთაგონებული.

არგენტინელებს უბრალო ასლის გადმოღება არ აკმაყოფილებდათ, უფრო დიდი და შთამბეჭდავი რამ სურდათ. მათი არჩევანი დედაქალაქის ცენტრში არსებულ შოსეზე შეჩერდა, რომელიც ორჯერ ფართო იყო პარიზულზე. ეს კოლოსალური პროექტი, რომლის რეალიზაციასაც თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა, 1980 წელს დასრულდა და ის დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე ფართო გზის სახელს. მის ასაშენებლად ცენტრიდან 60 ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება აიღეს და ათასობით ადამიანი გამოასახლეს, გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა რომ დასრულებულიყო. დღეს ავენიდა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი გახსნის დროს.