რომელი კომპანიები მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას 2023 წლის რთველის განმავლობაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ სახელმწიფო ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.