ზაჰესი-ოსიაურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4 კმ-იანი  მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
 რეაბილიტირებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის
პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი

 სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა