რომელი ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი აიკრძალა სანქციების გამო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

ამასთან, მათივე ცნობით, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

„1-ელი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.