Globalize - სრულფასოვანი საკონსულტაციო სერვისები სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული სტარტაპებისთვისა და ექსპორტიორებისთვის ახალი პლატფორმა დაარსდა. www.globalize.ge ამ მისამართზეა ახალი საკონსულტაციო ჯგუფის Globalize-ს შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და მათი საქმიანობის გაფართოებას.

 როგორც Globalize-ის დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა ამბობს, Globalize-ს გააჩნია უნიკალური ქსელი, რომელიც აეთიანებს ქართული დიასპორის 5 ათასამდე წარმატებულ პეროსონას მსოფლიოს გარშემო. ეს არიან ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები, ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტირება განახორციელონ ქართულ სტარტაპებსა და საექსპორტო პროდუქტებში, ასევე გაუზიარონ წარმატება მცირე და საშუალო რგოლის ახალბედა ბიზნესებს.

 “Globalize მჭიდროდ თანამშრომლობს ასევე საინვესტიციო ჯგუფებთან, საერთაშორისო ინსტიტუციებთან და დონორებთან. Globalize გუნდში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება გააჩნია სტარტაპების აქსელერაციისა თუ ქართული საექსპორტო პროდუქტის  საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის თვალსაზრისით” - აცხადებს სალომე კუკავა.