Globalize - ახალი პლატფორმა ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული სტარტაპებისთვისა და ექსპორტიორებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს საკონსულტაციო კომპანია გლობალაიზი (Globalize), რომლის მიზანია, ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანა და მათი საქმიანობის გაფართოება.

 გლობალაიზს გააჩნია უნიკალური ქსელი, რომელიც აეთიანებს 5 ათასამდე წარმატებულ ქართველს მსოფლიოს გარშემო. იგი მჭირდროდ თანამშრომლობს საინვესტიციო ჯგუფებთან, საერთაშორისო ინსტიტუციებთან და დონორებთან. გლობალაიზს გააჩნია ადგილობრივი გუნდები 12 ქვეყანაში და წარმომადგენლები 50-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია გეგმავს და მართავს საერთაშორისო კონფერენციებს, ფიჩინგ თუ დემო ღონისძიებებს, თანამშრომლობს გლობალურ სტარტაპ ფორუმებთან და ამით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიას.

 მეტი ინფორმაცია გლობალაიზისა და მისი სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია გვერდზე www.globalize.ge