„მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას - საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ - ოლივერ ვარჰეი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს საკამათო კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს საკამათო კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ოლივერ ვარჰეი.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.