პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭისყრაზე ჩააგდებენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოთხოვილია.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ.