„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია - ნაჩო სანჩეს ამორი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

მისივე თქმით, ეს არის ევროკავშირისგან დაშორებისკენ გადადგმული სადავო და შემაშფოთებელი ნაბიჯის გამოსწორება.

„დროა, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ერთიანი ძალისხმევით შეასრულოს პრიორიტეტები, რაც მოიტანს კანდიდატის სტატუსს“, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.
 

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.