მხეცები - ესპანური მედია მამარდაშვილსა და ობლაკზე წერს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 იანვარს, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა. წესითა და რიგით, მატჩამდე იქაურ მედიას, გუნდის ლიდერებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი და რეალურად ასეც მოხდა: „ორი მხეცის დაპირისპირება“ - ამ სათაურით გამოვიდა ესპანური AS-ი და სტატია და პოსტერი მასპინძელთა კიპერს, იან ობლაკს და „ვალენსიას“ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს მიუძღვნა.

„ატლეტიკოს“ მეკარე გამოცდილი ობლაკია, რომელმაც პრიმერაში უკვე 300-ზე მეტი მატჩი ითამაშა, ხოლო მისი ვიზავი ახალგაზრდა ქართველია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 77-ე შეხვედრა ელოდება. ამის მიუხედავად, ეს მატჩი სწორედ მეკარეების დუელი იქნება, ორი მხეცის, რომლებიც სასწაულებს ახდენენ და იეთი ბურთების გამოძრობა შეუძლიაათ< სხვებს რომ არც დაესიზმრებათ. ორივე კლუბის ფეხბურთელები თამამად თამაშობენ, რადგან ზუსტად იციან, რომ ზურგს ძლიერი მეკარეები უმაგრებენ. ისიც საგულისხმოა, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მეკარეს, წელს 7-7 მშრალი მატჩი აქვთ და სწორედ დიდწილადმათზე იქნება დამოკიდებული შეხვედრის ბედი“,-წერია ესპანურ მედიაში.

გიორგი მამარდაშვილი არამარტო ესპანეთში, არამედ ევროპულ ფეხბურთში გამორჩეული კიპერი რომ არის, აღარავინ მალავს და მისი ასაკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში, კვალიფიციური მეეკარის პრობლემა არ ექნება.