საზონოვმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწორედ ასეთი შეფასება მისცა „ევროსპორტმა“ საქართველოს ნაკრების წევრის, საბა საზონობის თამაშს „ტორინოს“ რიგებში. ტრურინული კლუბი „კალიარის“ სტუმრობდა და მაშინ, როცა ანგარიში 2:1 იყო „ტორინოს“ სასარგებლოდ, მწვრთნელმა მოედანზე საბა შეუშვა, რათა ის დაცვას დახმარებოდა და ანგარიში შეენარჩუნებინა. რისი გაკეთება შეიძლება 13 წუთში? თითქოს, ბევრი არაფრის, მაგრამ...

„საზონოვმა ორჯერ მეტოქეს პირისპირ გასვლა არ დაანება, ერთხელ მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ თავდამსხმელს ფეხებში ვარდნით კარში არ დაარტყმევინა, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი, ბურთი ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა და „ტორინო“ აშკარა გოლისგან იხსნა“,-წერს იტალიური მედია.

ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მომდევნო ტურში საბა ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ქართველის შეძენა გერმანულ „ჰამბურგს“ სურს, თუმცა იტალიურმა კლუბმა უარი თქვა, აქაოდა, საზონოვთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები გვაქვსო.