FIFA-მ გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა, კვარაცხელია მეათეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონში FIFA-ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ მოიგო. არგენტინელმა ფეხბურთელმა სამეულში მყოფ კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს აჯობა.

12 ნომინანტს შორის დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხვდა ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, 7 ქულა მიიღო და მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი პეპ გვარდიოლამ მიიღო. ხოლო ქალებს შორის საუკეთესო ბარსელონის ნახევარმცველი აიტანა ბონმატი გახდა.