ასათიანმა გატანილი უკან გამოიტანა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2003 წლის 30 აპრილი, თბილისი, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონი და გარინდული საქართველო - დღეს უნდა მოვიგოთ! ამ დღეს, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჩვენი ნაკრები რუსეთს მასპინძლობდა. მატჩი 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ შუქი ჩაქვრა. ახლა კი... ახლა ეს გამორიცხული იყო და ყველამ იცოდა, რომ გუნდები მოედანზე 90 წუთს გაატარებნდნენ. დაძაბულობა იყო მაშინ მთლიანად ქვეყანაში - ოპოზიციის იმჯამინდელმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, ვაკის პარკში უზარმაზარი ეკრანი დაადგმევინა და მხარდამჭერებს იქ აყურებინა მატჩი, რომელზე შესვლაც შეზღუდული იყო. იმავდროულად, ხუთჯვრიანი დროშა გამოკიდეს „ლოკომოტივის“ არენაზე, შევადრნაძემ გააპროტესტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ხუთჯვრიანი დროში გვერდით საქართველოშ მაშინდელი, სამფეროვანი დროშა გადაჭიმეს. ის მატჩი მოვიგეთ და მოვიგეთ მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლის წყალობით,. მაშინ ასათიანი ეროვნული გმირი იყო, ყველაზე, ყველაზე დიდი გმირი 2003 წლის 30 აპრილს...

„რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების დიდი ისტორია აქვთ. ადამიანებმს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქვეყნების მთავრობების მიმართ, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. საქართველოში ბევრი განსხვავებული ადამიანია. ვიღაცას რუსული ხელოვნების, მუსიკის და პოეზიის აკრძალვა სურდა, მაგრამ ეს რა შუაშია? ეს მე რატომ უნდა ამიკრძალონ? მე მომწონს ცოისა და შუფუტინსკის სიმღერები, ასევე ბევრი სხვა კარგი სიმღერის მოსმენა. ეს რატომ უნდა იყოს ვინმესთვის აკრძალული? რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ქვეყნის ლიდერების განსხვავებული პოლიტიკის გამო, უბრალო ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ. ვისურვებდი, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე გაუმჯობესდეს და რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენას დაუბრუნდნენ. სპორტსმენები პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, მათ ამისთვის არაფერი აქვთ. აშშ-ის ისტორიის მანძილზე ამერიკელებმა ბევრი ცუდი რამ გააკეთეს და ამ ლოგიკით, ამერიკელი სპორტსმენებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ, მაგრამ ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ“,-ეს განცხადება მალხაზ ასათიანმა Match TV-სთან გააკეთა.

აბა რა გითხრათ? ვისოცკი რომ ჰყავს ქვეყანას და შუფუტინსკის უსმენ, ცოტა უცნაური კი არის.