კვარაცხელია და „ნაპოლი“ საუდის არაბეთში გაემგზავრნენ - გუნდი იტალიის სუპერთასისთვის ემზადება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაემგზავრა, სადაც იტალიის სუპერთასის გათამაშება ე.წ. ესპანური ფორმულით (ოთხი გუნდის მონაწილეობით) გაიმართება.

გუნდთან ერთადაა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც. იტალიის ჩემპიონს არაბეთში თბილი დახვედრა მოუწყვეს. გუნდი გამორჩეულ სასტუმრო Four Seasons-ში დაბინავდება – მდიდრულ შენობაში, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო კოშკში მდებარეობს.

იტალიის სუპერთასი ოთხდღიანი მინიტურნირია – ჯერ ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, შემდგე კი – ფინალი. ტურნირის პირველ მატჩში ნეაპოლელები 18 იანვარს ვინჩენცო იტალიანოს „ფიორენტინას“ დაუპირისპირდებიან – გამარჯვებული 22 იანვარს, ფინალში, „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.