საბალენკამ პირობა შეასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სეზონის პირველი, დიდი მუზარადის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა არინა საბალენკას ტრიუმფით დასრულდა. მან ფინალში ჩინელი მეტოქე ორ სეტში, 6:3, 6:2 დაამარცხა და ზოგადად, მთელი ტურნირი, სეტის წაუგებლად განვლო.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული და მთავარი ფავორიტი იყო. აკი თქვა კიდეც, ეს ჩემი ტურნირია და მას აუცილებლად მოვიგებო, რაც ზედმიწევნით შეასრულა და... კარიერაში დიდი მუზარადის მეორე ტურნირი მოიგო და მეორედაც ავსტრალიის ღია პირველობა.

ზედიზედ ორჯერ, ეს ტურნირი მანამდე 2012/13 წლებში... ისევ ბელორუსს, ვიქტორია აზარენკას ჰქონდა მოგებული და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მწვანე კონტინენტი ბელორუს ჩოგბურთელებს კარგად აქვთ დაცდილი. ამ მოგების შემდეგ, 25 წლის საბალენკას კარიერის განმავლობაში მოგებული 20 მილიონ დოლარზე მეტი მოუგროვდა.

რაც შეეხება ვაჟთა დაპირისპირებას, ფინალში ერთმანეთს ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი დანილ მედვედევი და იტალიელი იანიკ სინერი შეხვდნენ. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება იტალიელს დარჩა.