სპალეტის იტალიის ნაკრები ჩააბარეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ დამრიგებელს, ლუჩანო სპალეტის იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს. მისი დანიშვნის ინიციატორი ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა იყო, რომელმაც ახალი თავკაცის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისიც განაცხადა, რომ „ნაპოლის“ კომპენსაციას არ გადაუხდის. მოგეხსენებათ, სპალეტიმ ნეაპოლურ კლუბს გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონობა მოაპოვებინა, შემდეგ კი პოსტი დატოვა და ხელშეკრულების გაწყვეტის დროს, კონტრაქტში ჩაიწერა, სხვა სამსახურის მოძიების შემთხვევაში, სინიორ ლუჩანოს ახალი დამსაქმებელი, ვალდებული იქნებოდა „ნაპოლისთვის“ კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევრო გადაეხადა.

„ფნანსური თვალსაზრისით, 3 მილიონი ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ როცა უპატივცემულოდ გექცევიან, გამაღიზიანებელია. ახლა, ამ ფულის მიღება პრინციპის საკითხია და ჩვენ სასამართლოში ჩივლის ვაპირებთ“,-განაცხადა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მართლაც უჩივლებს, 3 მილიონი ევროს მიღება არ გაუჭირდება.