საქართველო მსოფლიოსთვის მზადებას განაგრძობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მორიგ ტესტ-მატჩში, ბორჯღალოსნებმა ამერკელები 22:7 დაამარცხეს და გულახდილად თუ ვიტყვით, ანგარიშზე მეტად, ჩვენი გუნდის დალაგებულმა თამაშმა და ლიდერის, დავით ნინიაშვილის დაბრუნებამ გაგვახარა. ნინიაშვილი ტრავმის გამო, მარტის შემდეგ ვერ თამაშობდა, ახლა კი დაბრუნდა და სექტემბრამდე, ანუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ფორმაში შესლას მოასწრებს. ამერიკელებთან შეხვედრაშიც, ნინიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და პირველი ლელო ტაბუცაძემ სწორედ მისი პასის შემდეგ დადო.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას, შოტლანდიასთან სტუმრად გამართავს, მერე კი მსოფლიო იწყება.