ნეიმარიც არაბეთში წავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, ძალიან მალე, არაბეთის პირველობა ყველაზე საინტერესო საყურებელი გახდება. სხვა ვარსკვლავების დარად, არაბეთის გზას ნეიმარიც დაადგა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა „ალ ჰილალთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაშ, ბონუსების გარეშე, 300 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით კი (გოლების შესაბამისი ოდენობის გატანის შემთხვევაში), ჯამაგირი 400 მილიონს გადააჭარბებს. ნეიმარის ყოფილი კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ მის სანაცვლოდ 90 მილიონს მიიღებს, არადა, თავის დროზე, პარიზელებმა ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონი გადაიხადეს.

„იყო იმის შესაძლებლობა, რომ კარიერა „ბარსელონაში“ გამეგრძელებინა და მზად ვიყავი, ყოფილ კლუბს დავბრუნებოდი, თმცა „ბარსამ“ ხელფასის სახით წლიურად 10 მილიონი შემომთავაზა და ეს მაშინ, როცა თუნდაც „პარი სენ ჟერმენში“ 30 მილიონი მქონდა. მერე იყო „ალ ჰილალის“ წინადადება და უარი არ მითქვამს“,-განაცხადა ნეიმარმა და ადვილი მისახვედრია, წლიურად 10 მილიონსა და 150 მილიონს შორის, დიდი სხვაობაა.

ბარემ კონტრაქტის რამდენიმე საინტერესო დეტალსაც გეტყვით. ნეიმარის განკარგულებაში იქნება კერძო თვითმფრინავი, უზარმაზარი სახლი მომსახურე პერსონალით, სოციალურ ქსელში ნეიმარის ოფიციალუირ გვერდებზე ნებისმიერი რეკლამის განთავსებისთვის, სადაც საუდის არაბეთი იქნება ნახსენები, 500 ათასი დოლარი, ყოველ მოგებულ მატჩზე 80 ათასი და რაც მთავარია, მეგობარი გოგონას ჩაყვანის უფლება (საუდის არაბეთში აკრძალულია ცხოვრება ქალთან, თუ მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებით).