ქართული უქმეები მიქაუტაძის გოლით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატმა სტარტი სრულად აიღო და რაღა თქმა უნდა, იქ მოთამაშე ქართველების ბედი გვაინტერესებს. მითუმეტეს, იქ მოთამაშე ქართველები უკანასკნელ პოზიციებზე ნამდვილად არ არიან და გუნდის ლიდერებად ითვლებიან.

იმით დავიწყოთ, რასაც მოუთმენლად ველოდით - იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბედმა ისე ინება, რომ ქართული დუელი უნდა შემდგარიყო. გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მასპინძლობდა, მაგრამ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა და ამის გამო, გუნდს პროზინონეში არ გაჰყვა. რაც შეეხება კვერნაძეს, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გუნდის ახალწვეული ძირითადში არ იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელმა ჩვენებური მოედანზე 67-ე წუთზე შეუშვა და შორს არ უნდა იყოს ის დრო, როცა გიორგი კლუბში თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. მატჩი კი, იტალიის ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო...

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, „მეცის“ ლიდერმა გიორგი მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ საფრანგეთის მეორე დივიზიონის, გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირისგან გოლს ველოდით და აგერ, მეორე ტურში გიომ „მარსელს“ საოცარი სილამაზის და სირთულის ბურთი შეუგდო. იმის გათვალისწინებით, რომ „მეცი“ მრისხანე მეტოქეს კაცნაკლული ეთამაშებოდა, მიღწეული შედეგი 2:2 აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, მიქაუტაძეს კი 2 ტურის შემდეგ გოლი და საგოლე გადაცემა აქვს.

გასულ სეზონში გადარჩენისთვის მებრძლ „ვალენსიას“, წესით ვარსკვლავები არც წელს უნდა მოეწყვიტა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა საწყის ორ ტურში, ორი გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მაქსიმუმით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. მამარდაშვილმა მეორე ტურში წესისამებრ სრულად ითამასა და მიმდინარე სეზონში პირველი მშრალი მატჩ გამოაცხო.