საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს სძლია - 85:60.

ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს სძლია - 85:60.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ - მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სანდრო მამუკელაშვილს (10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა).

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.