ოფიციალურად - ჰარი კეინი „ბაიერნში“ 100 მილიონად წავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ზოგადად, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ჰარი კეინი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ბოლო მომენტამდე არავის სჯეროდა, რომ მიუნხენური კლუბი 30 წლის ფორვარდში 100 მილიონს გადაიხდიდა. საქმე ის გახლავთ, რომ „ბაიერნი“ ასეთ თანხას ასაკოვან ფეხბურთელებში არ იხდის, მაგრამ ფაქტია - გარიგება შედგა და თუ „ტოტენჰემი“ 100 მილიონს მიიღებს, თავად ფეხბურთელი, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა, ყოველწლიურად, 25 მილიონს ჩაიჯიბავს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კეინი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. თუნდაც გასული სეზონი ავიღოთ - „ტოტენჰემის“ მაისურით, მან 38 მატჩი ჩაატარა და 30 გოლის გატანა მოახერხა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე