"ბახმაროს თასი 2023" - რას უნდა ველოდოთ ტრადიციულ დოღზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გურიაში, კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება. კურორტი დოღს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე მასპინძლობს. ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

დოღზე ვნახავთ გამორჩეული ცხენოსნებს, სხვადასხვა ჯიშის ცხენებსა და სპორტულ მარათონს.

ღონისძიების მიზანია  დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.

შეჯიბრება მდინარე ბახვისწყლის ღია სივრცეში ტარდება. ცხენოსნები მდინარის ორ ნაწილს კვეთენ და სანაპიროს მიუყვებიან, ფინიშის ხაზი კი ბაზრის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს შეჯიბრს.

წელს პირველად, ბახმაროს დოღის ისტორიაში ფულადი საპრიზო ფონდი, ყველაზე მასშტაბური - 20,000 ლარია.

სპორტული ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება, რომლის მანძილი შეადგენს 1 200 მ, 1 200 მ, 2 400 მ და 4 800 მეტრს.

I გარბენი - „გურიის თასი“, მანძილი 1 200 მეტრი, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს.

II გარბენი - „გმირების თასი“ გარბენი 1 200 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს.

III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“ გარბენის მანძილი 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს.

IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა, რომლის მანძილი შეადგენს 4 800 მეტრს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


რეგისტრაცია გაიმართება 18 აგვისტოს, 12 საათზე ბახმაროში, დოღის სტარტთან.
შეჯიბრის დაწყების დრო - 19 აგვისტო 13:00 საათი.