საქართველო-ესპანეთის ბილეთები გაიყიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკავალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება და რაღა თქმა უნდა, მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. საქართველოს სამ შეხვედრაში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ორ მატჩში მოპოვებული 3 ქულით, ესპანეთი მეოთხეა, ხოლო ჯგუფის ლიდერი -ოთხიდან ოთხივე მოგებით, შოტლანდია გახლავთ. შესაბამისად, საქართველო-ესპანეთის შეხვედრას უდიდესი დატვირთვა აქვს, თუ ჩვენი ბიჭები მოიგებენ, პირენეელებს ჯგუფში ჩარჩენის სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოდან დაიწყება, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა, რადგან საიტმა, სადაც გაყიდვა უნდა განხორციელდეს, შეცდომთ 8 აგვისტოს დაიწყო გაყიდვებზე მუშაობა და გამოტანილი ბილეთები 10 წუთში გაქრა. შესაბამისად, 15 აგვისტოს გამოსატანად გამზადებული ბილეთებს გულშემატკივარი აუცილებლად დაიტაცებს. მათი ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ხოლო ერთი მომხმარებელი 4 ბილეთზე მეტს ვერ შეიძენს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე