მესიმ რამოსის ტრანსფერი დაბლოკა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლიონელ მესის ამერიკული თავგადასავალი ზღაპარს ჰგავს. „ინტერ მაიამის“ რიგებში გამართულ სამ შეხვედრაში, ლეომ ხუთი გოლი გაიტანა და გუნდი თასის მერვედფინალშიც გაიყვანა. კმაყოფილია მაიამური კლუბის შეფობაც. მით უმეტეს, ლეოს „ინტერ მაიამიში“ „ბარსელონას“ კიდევ ორი ფეხბურთელი - ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც მიუყვანეს და მათ მოედანზე ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. კლუბი სერხიო რამოსის დამატებასაც ფიქრობდა, მაგრამ...

37 წლის ესპანელი მცველი, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული კაპიტანი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა და არც თუ ურიგოდ. თუმცა, გუნდში ლუის ენრიკეს დანიშვნის შემდეგ, ის გაუშვეს და ეს გასაკვირიც არაა - ლუის ენრიკე „ბარსას“ თავკაცი გახლდათ და შესაბამისად, ყოფილი მადრიდელი, უბრალოდ, არ უნდა. ჰოდა, რამოსს წინადადებით „ინტერ მაიამიმ“ მიმართა და... მისი ყიდვა მესიმ, ალბამ და ბუსკეტსმა გააპროტესტეს ანუ ყოფილი „რეალელის“ ხილვა კლუბში არც მათ სურთ. არადა, მესი და რამოსი პსჟ-ში ერთად თამაშობდნენ და თითქოს გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე