კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა, თუმცა...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, „ჟირონასთან“ გამართლ ამხანაგურ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი შეხვეული მუხლითა და კოჭლობით დატოვა. იტალიური მედია წერდა, რომ ტრავმის გამო, ქართველ გარემარბს, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოეტოვებინა, თუმცა ხვიჩამ ვარჯიში ნელ-ნელა განაახლა. ნელ-ნელა იმიტომ, რომ ის ჯერ სპორტ-დარბაზში გამოჩნდა, მეორე დღეს სავარჯიშო მოედანზე, მაგრამ მხოლოდ მსუბუქად იძუნძულა, მუხლი არ დაუტვირთია და არც ასი პროცენტით დახარჯულა.

„19 აგვისტოს, სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა გვაქვს და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, მოედანზე ვის გავიყვან. ტრავმა აქვს ოსიმენს, კვარაცხელიას, ლობოტკას, ჟესუსს, ანგისას... ყველა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და ამიტომ, შეშფოთების საბაბი აშკარად გვაქვს“, - განაცხადა „ნაპოლის“ თავკაცმა, რუდი გარსიამ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე