მესტიაში "დინამო თბილისი" საფეხბურთო სკოლას გახსნის!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა" და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზეიმო ვითარებაში გაფორმდება.
?აღნიშნული ღონისძიება მესტიის თეატრში 2 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩატარდება ?
მემორანდუმს ხელს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ლევან გვანცელაძე მოაწერენ. ✍️
?მესტიაში საფეხბურთო სკოლის დაფუძნება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში 6 წლიდან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც გაივლიან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესებს.
გადამზადდებიან ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები, ხოლო წარჩინებულ ფეხბურთელებს „დინამოს“ აკადემიაში დაწინაურების საშუალება ექნებათ.
?დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი და რეგიონალური კოორდინატორი თენგიზ კაცია გააცნობენ.