მესიმ დაიწყო - პირველი გოლი „ინტერ მაიამის“ მაისურით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ინტერ მაიამიში“ გადასული ლიონელ მესი უკვე ამერიკის მთავარი ვარსკვლავია. მარტო ის რად ღირს, რომ მის სადებიუტო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი შავ ბაზარზე 110 ათას დოლარადაც კი გაიყიდა.

ლეოს გუნდი მექსიკურ „კრუს ასულს“ ხვდებოდა და არგენტინელი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა. ადგილობრივი პუბლიკა მას ფეხზე წამოუდგა, ლეომაც არაერთი ლამაზი მომენტი შექმნა, მაგრამ ტაბლოზე 1:1 ჯიუტად ენთო. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ჯარიმა დაინიშნა და შესრულება მესიმ ითავა. საოცრების მოლოდინში სტადიონი გაირინდა და მაყურებელი არ შემცდარა - ლეომ საოცარი გოლი შეაგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამასთან, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში 700 გოლი პენალტებიდან შეგდებული ბურთების გამოკლებით გაიტანა, რაც მართლაც საოცარი შედეგია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე