შენგელია „პანათინაიკოსს“ არ მიჰყიდეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ვირტუსისა“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია არა მარტო კლუბში, არამედ, ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მისი გადაბირება საკალათბურთო გრანდმა, ბერძნულმა „პანათინაიკოსმა“ გადაწყვიტა. ბერძნები მზად არიან, ქართველის სანაცვლოდ, 500 ათასი ევრო გადაიხადონ, მასთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმონ და თავად შენგელიას ამჟამინდელი ჯამაგირი გაუზარდონ. როგორც იტალიური მედია წერს, თორნიკე „ვირტუსში“ წლიურად 2.8 მილიონ ევროს იღებს, „პანათინაიკოსი“ კი მზადაა, 4 მილიონი გადაიხადოს. თავად კალათბურთელმა ევროპულ გრანდში გადასვლაზე თანხმობა თქვა, მაგრამ...

„შენგელია გუნდის ლიდერია და მისი გასხვისება არც კი განიხილება. შეგვიძლია, გულშემატკივრები დავამშვიდოთ, თორნიკე მომავალ სეზონსაც „ვირტუსში“ გაატარებს“, - ეს განცხადება კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე