ჩაკვეტაძე კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ გააგრძელებს. ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ გიორგი ფრანგულ „მეცს“ შეერთებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ საკუთრებაა და ამ კლუბს მისი არც გაყიდვა სურს და არც დაბრუნება, განათხოვრებაზე კი საკუთარი პირობები აქვს.

როგორც ჩანს, ეს პირობები, სწორედ „უოტფორდმა“ დააკმაყოფილა და გარიგებაც შედგა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და საიჯარო კონტრაქტს ხელიც მოაწერა. ეჭვი გვაქვს, ამ გარიგებას საქართველოს ნაკრების თავკაცის, ვილი სანიოლის გარეშე არ ჩაუვლია. საქმე ის გახლავთ, რომ „უოტფორდის“ ამჟამინდელი თავკაცი ვალერიენ ისმაელია, სპეციალისტი, რომელიც 2005-07 წლებში, მიუნხენის „ბაიერნში“, ბურთს სწორედ სანიოლთან ერთად აგორებდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე