მამარდაშვილი და „ბაიერნი“ ჩაიშალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგება. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანურმა მხარემ, ქართველის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც გერმანულ გრანდს ეძვირა. როგორც ევროპული მედია წერს, მიუნხენელები 20 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ 5 მილიონს უპრობლემოდ დაამატებდნენ, თუმცა „ვალენსიამ“ არ დათმო.

ესპანელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ამიტომ ცდილობენ, მამარდაშვილი, რაც შეიძლება, სარფიანად გაყიდონ. მათ კარგად იციან, რომ გიორგის არა ერთი და ორი მსურველი ჰყავს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა მეკარის გარეშე მილანის „ინტერიც“ დარჩა, რომელმაც ძირითადი კიპერი „მანჩესტერში“ გაუშვა. იტალიური გრანდი მამარდაშვილით ადრეც ინტერესდებოდა და ახლა, 30 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს. ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, იტალიური მედია ირწმუნება, გიორგის გვარი „ინტერის“ ხელმძღვანელების ბლოკნოტში წერია და ახლა მთავარია, ტრანსფერზე შეთანხმება მოხერხდესო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე